VIDEO: შაის 38 ქულა - ოკლაჰომამ გოლდენ სტეიტს მოუგო
03 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში გოლდენ სტეიტ უორიორსი ოკლაჰომა სიტი თანდერს დაუპირისპირდა და 112-124 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს შაი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, რომელმაც 38 ქულა მიითვალა. კანადელის 6 სამქულიანიდან 5 ზუსტი იყო.
20 ქულაზე მეტი დააგროვეს ჯეილენ უილიამსმა (22 ქულა) და ჩეტ ჰოლმგრენმაც (21 ქულა), გოლდენიდან კი 17-17 ქყლა ბრენდინ პოძიემსკიმ და პატრიკ სპენსერმა მიითვალეს.
ოკლაჰომა საოცარ ფორმაშია. ჩემპიონებმა 22-დან 21 მატჩი მოიგეს და დასავლეთ კონფერენციას სათავეში უდგანან, გოლდენს კი 11 თამაში მოგებული, ხოლო 11 წაგებული აქვს და მე-8 პოზიციაზეა.