VIDEO: შერკის გოლი და საგოლე პასი - სიტიმ ნოტინგემს მოუგო
23 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ნოტინგემმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმი კი სწრაფი გოლით გაიხსნა.
48-ე წუთზე სტუმრები რაიან შერკის პასის შემდეგ ტიჯანი რეინდერსმა დააწინაურა, 54-ე წუთზე კი ომარი ჰატჩინსონმა ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის ბედი 83-ე წუთზე გადაწყდა. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ იოშკო გვარდიოლმა საჯარიმოს მისადგომებთან რაიან შერკის დაუგდო თავით ბურთი, ფრანგმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა და სიტის 3 ქულა მოუტანა.
გვარდიოლას გუნდმა ამ მოგებით 40 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგის ლაივ ცხრილში გალიდერდა, მინიმუმ იქამდე, სანამ არსენალი ბრაიტონთან მატჩს არ ჩაატარებს.
რაიან შერკი კი უკვე 7 საგოლე პასით პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ასისტენტია.