VIDEO: სინერის მარტივი მოგება - იტალიელი AO-ს შემდეგ ეტაპზეა
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის მე-2 რაუნდში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, იანიკ სინერი ავსტრალიელ ჯეიმს დაკვორტს დაუპირისპირდა.
იტალიელმა შეხვედრაში მარტივი გამარჯვება მოიპოვა და მეტოქეს 3 სეტში სძლია (6-1, 6-4, 6-2). სინერმა ავსტრალიელს 18 ეისი შეუსრულა.
იანიკმა დიდი სლემი დამაჯერებლად დაიწყო, ორ მატჩში სეტი არ წაუგია და ჯამში მხოლოდ 10 გეიმი დათმო.
იტალიელმა ტურში ზედიზედ მე-17 მატჩი მოიგო და ჯამში ზედიზედ 27 სეტი აქვს მოგებული. ასევე ეს მისი ზედიზედ მე-16 გამარჯვებაა ავსტრალიის ღია პირველობაზე. იანიკ სინერმა წლის პირველი დიდი სლემი ზედიზედ 2-ჯერ მოიგო და წელსაც ტიტულის მორიგი დაცვისთვის იბრძვის.
იტალიელი მე-3 რაუნდში ამერიკელ სპიცირის შეხვდება, რომელმაც ჩინელ ვუს 5 სეტში მოუგო.