VIDEO: 4.5-საათიანი ბრძოლა - ვავრინკა AO-ს შემდეგ ეტაპზეა
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის მე-2 რაუნდში სტენ ვავრინკა ფრანგ არტურ ჟეას დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული 5 სეტში გამოვლინდა. მატჩი 4 საათი და 34 წუთი გაგრძელდა და 40 წლის შვეიცარიელის გამარჯვებით დასრულდა (4-6, 6-3, 3-6, 7-5, 7-6).
ვავრინკა დიდი სლემის მე-3 რაუნდში 2023 წლის შემდეგ პირველად გავიდა, ავსტრალიაში კი ეს 2020 წლის შემდეგ პირველად შეძლო.
40 წლის ჩოგბურთელი მე-3 რაუნდში ტეილორ ფრიცს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ჩეხი კოპრივა სამ სეტში დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ თავად ვავრინკას განცხადებით, 2026 წელს ის პროფესიონალურ კარიერაში ბოლო სეზონს ატარებს.