VIDEO: სინერმა იტალიური დაპირისპირება მოიგო და AO-ს 1/4 ფინალშია
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის 1/8 ფინალში იტალიური დაპირისპირება შედგა.
ტურნირის ორგზის მოქმედი ჩემპიონი იანიკ სინერი ლუჩიანო დარდერის დაუპირისპირდა და 3 სეტში (6-1, 6-3, 7-6) დაამარცხა.
სინერი ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა, სულ კი ზედიზედ მეცხრედ შეძლო დიდი სლემის ამ ეტაპზე გასვლა. იანიკმა ტურში ზედიზედ მე-19 მატჩი მოიგო და ჯამში ბოლო 34 სეტიდან 33 მოგებული აქვს.
კონკრეტულად ავსტრალიის ღია პირველობაზე კი იტალიელმა მე-18 გამარჯვების მოპოვება შეძლო და ჯამში დიდი სლემის 1/4 ფინალში მეთხუთმეტედ გავიდა.
სინერი მომდევნო ეტაპზე ამერიკელ ბენ შელტონსა და ნორვეგიელ კასპერ რუუდს შორის გამარჯვებულს შეხვდება.