ლისაბონის სპორტინგის ოფიციალურმა გვერდმა გიორგი ქოჩორაშვილი საინტერესო ვიდეოთი წარადგინა.
26 წლის ნახევარმცველმა პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 80 მილიონი ევრო იქნება.
ქოჩორაშვილი სპორტინგში ესპანური ლევანტედან გადავიდა, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში ლა ლიგის საგზური მოიპოვა.
"პატარაობაში ამაზე ვოცნებობდი" - ქოჩორაშვილის ინტერვიუ სპორტინგის გვერდთან