ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

VIDEO: სქესთა ბრძოლა 2 - კირგიოსმა საბალენკა ორ სეტში დაამარცხა
ჩოგბურთიჩოგბურთი

VIDEO: სქესთა ბრძოლა 2 - კირგიოსმა საბალენკა ორ სეტში დაამარცხა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩოგბურთში "სქესთა ბრძოლა 2"-ად შეფასებული მატჩი, მამაკაცთა რეიტინგის ყოფილ მე-13 ნომერ ნიკ კირგიოსსა და ქალთა რეიტინგის ამჟამინდელ პირველ ნომერ არინა საბალენკას შორის, კირგიოსის გამარჯვებით დასრულდა - 6:3; 6:3.


შეხვედრა სპეციალური წესებით ჩატარდა - საბალენკას კორტის ნაწილი 9%-ით უფრო მცირე იყო, ასევე ჩოგბურთელებს ჩაწოდების მხოლოდ 1 მცდელობა ჰქონდათ - ორივე ეს შეზღუდვა იმის დასაბალანსებლად, რომ მამაკაცის ძალისა და გამძლეობის გავლენა შეემცირებინათ.


საბალენკა პირველ სეტში ერთხელ დაწინაურდა, როცა პირველი გეიმი მოიგო, შემდეგ ანგარიში 3:3 იყო, რასაც კირგიოსმა ზედიზედ 3 გეიმისა და სეტის მოგება მიაყოლა.


მეორე პარტიაში ქალთა პირველი ნომერი 3:1 და მეტოქის მოწოდებაზე 30:0 დაწინაურდა, თუმცა ავსტრალიელმა, რომელსაც ბოლო 39 თვის განმავლობაში პროფესიონალურ ტურში მხოლოდ 8 თამაში აქვს ჩატარებული, სხვაობა დაქაჩა და, საბოლოოდ, ზედიზედ 5 გეიმის მოგებით, თამაშიც დაასრულა.


შეხვედრა დუბაიში, გადავსებულ კოკა-კოლა არენაზე, 17 000 გულშემატკივრის თანხლებით ჩატარდა. თამაშს ფეხბურთის ბრაზილიელი ვარსკვლავები - კაკა და რონალდო ესწრებოდნენ, ასევე ტრიბუნაზე იყო ინგლისის ნაკრებისა და ლივერპულის ექს-ფორვარდი, პეტერ კრაუჩიც.


თამაშის შემდეგ, ორივე ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ მსგავსი გამოცდილება მომავალშიც კარგი იქნებოდა და კიდევ ერთხელ თამაშის სურვილი ღიად გამოთქვეს.


ისტორიაში პირველი საჩოგბურთო "სქესთა ბრძოლა" 1973 წლის სექტემბერში შედგა. იმჟამინდელმა გამორჩეულმა ქალმა ჩოგბურთელმა, ბილი ჯინ კინგმა მამაკაცებში 6 დიდი სლემის მომგებ და იმ დროისთვის 55 წლის ასაკის ბობი რიგზს დამაჯერებლად მოუგო - 6:4; 6:3; 6:3.


კრიტიკოსთა შეფასებით, კირგიოსისა და საბალენკას მატჩისთვის "სქესთა ბრძოლის" იმ ფორმატის მე-2 სერიად შეფასება მართებული არაა, რადგან ის ღონისძიება თანასწორობისკენ გადადგმული დიდი სოციალური ნაბიჯი გახლდათ, ეს თამაში კი უბრალოდ საჩოგბურთო მატჩი, რომელიც ქალთა ჩოგბურთის პროგრესს ხელს არ შეუწყობს.


კრიტიკოსთა აზრზეა თავად 82 წლის ბილი ჯინ კინგიც: "ეს იგივე არაა, ჩვენი მატჩი სოციალურ ცვლილებებს ეხებოდა, რასაც ამაზე ვერ ვიტყვი. მე ვიცოდი, რომ მისთვის უნდა მომეგო, რადგან სოციალური შეხედულებები და მიდგომები შემეცვალა. მოსაგებად ბევრი მიზეზი მქონდა. თუმცა, იმედი მაქვს, კარგი თამაში გამოვა და საბალენკა გაიმარჯვებს".


ცნობისთვის, ქალსა და მამაკაცს, ნახსენები შეხვედრის გარდა, კიდევ 2-ჯერ უთამაშიათ - 1973 წლის მაისში, 55 წლის ბობი რიგზმა იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ჩოგბურთელ 30 წლის მარგარეტ კორტს (ქალთა შორის, ყველაზე მეტი - 24 დიდი სლემის ტიტული აქვს მოგებული) 6:2; 6:1 მოუგო; 1992 წლის სექტემბერში კი 40 წლის ჯიმი კონორსმა (დიდი სლემის 8 ტიტული) 35 წლის მარტინა ნავრატილოვა (დიდი სლემის 18 ტიტული) 7:5; 6:2 დაამარცხა.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საბალენკა
ჩოგბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კირგიოსი ბრუნდება - ბრისბენის ტურნირზე ითამაშებს

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

კირგიოსი ბრუნდება - ბრისბენის ტურნირზე ითამაშებს
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ალკარასი და ფერერო: დიდი დუეტის ისტორია, რომელიც ფულმა და ძალაუფლებამ დაანგრია

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ალკარასი და ფერერო: დიდი დუეტის ისტორია, რომელიც ფულმა და ძალაუფლებამ დაანგრია
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

"იყო გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებოდით" - ფერეროს პირველი ინტერვიუ

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

"იყო გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებოდით" - ფერეროს პირველი ინტერვიუ
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

მოკლე პასუხი - ალკარასის მამა ფერეროს ინტერვიუს ერთი წინადადებით გამოეხმაურა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

მოკლე პასუხი - ალკარასის მამა ფერეროს ინტერვიუს ერთი წინადადებით გამოეხმაურა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

News image

21 დეკ, 2025

კირგიოსი ბრუნდება - ბრისბენის ტურნირზე ითამაშებს

News image

22 დეკ, 2025

ალკარასი და ფერერო: დიდი დუეტის ისტორია, რომელიც ფულმა და ძალაუფლებამ დაანგრია

News image

24 დეკ, 2025

"იყო გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებოდით" - ფერეროს პირველი ინტერვიუ

News image

26 დეკ, 2025

მოკლე პასუხი - ალკარასის მამა ფერეროს ინტერვიუს ერთი წინადადებით გამოეხმაურა

კომენტარები