ჰინ-მინ სონმა ტოტენჰემის შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა.
სამხრეთ კორეელმა ლონდონური გუნდის შემადგენლობაში ბოლოჯერ ამხანაგურ შეხვედრაში, ნიუკასლის წინააღმდეგ ითამაშა.
მატჩის 65-ე წუთზე ტომას ფრანკმა სონი შეცვალა, ტოტენჰემისა და ნიუკასლის მოთამაშეებმა კი მას საპატიო კორიდორი მოუწყვეს.
სონი ტოტენჰემს ლონდონში გატარებული 10 წლისა და გასული სეზონის ბოლოს მოგებული ევროპა ლიგის ტიტულის შემდეგ დაემშვიდობა.
"მე ამ კლუბის ლეგენდა ვარ" - სონის მემკვიდრეობა ტოტენჰემში