VIDEO: ტოტენჰემმა ასტონ ვილას მოუგო და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში ასტონ ვილა ვილა პარკზე გადარჩენისთვის მებრძოლ ტოტენჰემს დაუპირისპირდა.
სტუმრებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მე-12 წუთზე ანგარიში კონორ გალაჰერმა გახსნა, 25-ე წუთზე კი რიშალრისონმა სხვაობა ორბურთიანი გახადა.
მატჩის ბოლოს, კომპენსირებულ დროში ასტონ ვილამ ერთი ბურთის გატანა მოახერხა და ემილიანო ბუენდიამ საბოლოო ანგარიში (1-2) დააფიქსირა.
იქიდან გამომდინარე, რომ ტოტენჰემის კონკურენტმა ვესტ ჰემმა თავისი მატჩი ბრენტფორდთან 3-0 წააგო, რობერტო დე ძერბის გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოვიდა და მეტოქესთან ერთქულიანი უპირატესობა აქვს.
ასტონ ვილა კი 58 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს ინარცუნებს. მდევარ ბორნმუთთან სხვაობა 6 ქულაა.