VIDEO: ტრავმის შემდეგ დაბრუნდა - თოკოს ბარსა კლასიკოში დამარცხდა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ევროლიგის მე-9 ტურის ეგიდით, რეალ მადრიდს უმასპინძლა და 9-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 92:101. ტრავმამოშუშებულმა ქართველმა ძირითადი ხუთეულიდან ითამაშა.
მადრიდელებმა პირველ მეოთხედში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რასაც თანაბრად ჩატარებული მეორე მეოთხედი და 6-ქულიანი სხვაობით მოგებული მესამე მეოთხედი მოჰყვა. საბოლოოდ, სამეფო კლუბი დასკვნითი მეოთხედის წინ 16 ქულით იგებდა და მატჩის ბედიც პრაქტიკულად გადაწყვეტილი გახლდათ.
შენგელიას ტერფის ტრავმა ჰქონდა და მიმდინარე კვირაში გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ელ კლასიკო სასტარტო ხუთეულში მხოლოდ ინდივიდუალური მომზადების ფონზე დაიწყო.
პარკეტზე 26:27 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტი შესძინა. მისმა შედეგიანობის ინდექსმა 21 შეადგინა, რაც ბარსაში მე-2 მაჩვენებელი გახლდათ - უილ კლაიბერნს 23 ჰქონდა.
9 ტურის შემდეგ, კატალონიელებს 5 მოგება აქვთ და საპლეიოფო მე-9 ადგილზე იმყოფებიან.
12 ნოემბერს, ევროლიგაზე ქართული დერბი შედგება - კამარ ბოლდუინის ბაიერნი თოკოს ბარსელონას მიუნხენში მიიღებს.