გერმანიის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ბოლოსწინა ამხანაგური მატჩი მაინცში გამართა.
იულიან ნაგელსმანის გუნდმა ფინეთის ეროვნულ გუნდს 4:0 მოუგო - დენიზ უნდავმა დუბლი შეასრულა, თითო-თითო გოლი კი ფლორიან ვირტცისა და ჯამალ მუსიალას ანგარიშზეა.
გოლების გარდა, უნდავმა საგოლე პასიც გააკეთა, დანარჩენი გოლებისას კი ასისტი იოზუა კიმიხმა, ლენარტ კარლმა და ალეკსანდარ პავლოვიჩმა მიითვალეს.
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონთა კარს ოლივერ ბაუმანი იცავდა, მანუელ ნოიერი კი მცირე ტრავმის გამო ტრიბუნებზე იყო.
გერმანელები 6 ივნისს აშშ-ს ნაკრებს შეხვდებიან, 14-ში კი, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, კურასაოს ნაკრებთან ითამაშებენ.
დიდი დაბრუნება - გერმანიის ნაკრების საბოლოო განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატისთვის