VIDEO: U19 ნაკრებმა ევროს შესარჩევი დაასრულა - რა მოხდა სან მარინოსთან?
9 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, ევრო 2027-ის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის ეგიდით, B ლიგის ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრა სან მარინოსთან ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.
მატჩის ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე გავიდა - ლოკომოტივის მცველ ერეკლე ძერყორაშვილის ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ მასპინძლებმა ავტოგოლი გაიტანეს.
საქართველო (3-5-1-1): საბა ასანიძე - მათე შათირიშვილი (კაპ.), გიორგი ლომიძე, ლუკა ჩაბრაძე - საბა მარსაგიშვილი (სანდრო მიქაუტაძე; 60), გიორგი კობახიძე, საბა ავდოევი, ნიკა შალიკიანი (თორნიკე კვარაცხელია; 60), ერეკლე ძერყორაშვილი (კობა კაკაშვილი; 76) - ერეკლე გურჩიანი (შოთა დიაკონიძე; 60) - დათო მელაშვილი (ნიკა ადუაშვილი; 90).
დანიასთან 2:5-ისა და ბოსნიასთან 0:3-ის შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილმა საქართველომ ჯგუფში ერთადერთი თამაში მოიგო და ასპარეზობა 3 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა.
შესაბამისად, ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენთვის დასრულებულია და ამ ჯგუფიდან მე-3 რაუნდის საგზური დანიის ნაკრებმა მოიპოვა - უმცროს ჯვაროსნებთან 5:2-ის შემდეგ სან მარინოს 4:1 მოუგეს, ხოლო გადამწყვეტ მატჩში ასევე 6-ქულიანი ბოსნია 2:0 დაამარცხეს.
1. დანია - 9 ქულა;
2. ბოსნია - 6 ქულა;
3. საქართველო - 3 ქულა;
4. სან მარინო - 0 ქულა.
ცნობისთვის, მეორე რაუნდის B ლიგის ჯგუფებიდან შემდეგი ეტაპის საგზური მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულებმა მიიღებეს და გადაინაცვლეს მე-3 რაუნდში, რომელშიც 28 გუნდი (21 - A ლიგიდან, 7 - B ლიგიდან) 7 ჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფის პირველადგილოსნები ევრო 2027-ის საგზურს მიიღებენ და დაემატებათ ფინალური ეტაპის მასპინძელი ჩეხეთი.