• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
VIDEO: ზედიზედ გაფუჭებული 23 სროლა და განიავებული +24 - დეტროიტმა სერია გადაარჩინა
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

VIDEO: ზედიზედ გაფუჭებული 23 სროლა და განიავებული +24 - დეტროიტმა სერია გადაარჩინა

02 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა დეტროიტ პისტონსთან სერიის დასრულების მაგარი შანსი ხელიდან გაუშვა და მოედნის უპირატესობაც დაკარგა. ფლორიდელებმა მე-6 შეხვედრა საკუთარ დარბაზში წააგეს - 79:93.


წარმოიდგინეთ, მასპინძლები მე-3 მეოთხედის დასაწყისში 24 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში იმდენი მოახერხეს, რომ ზედიზედ 23 სროლა გააფუჭეს, 17:55 დამარცხდნენ და აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარულის საუკეთესო გუნდს სერიაში ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს. მაგარ ქამბექთან ერთად, უმაგრესი მენტალური კრახი!


მეჯიქი 1996-97 წლების სეზონის შემდეგ პირველი გუნდია, რომელიც შინ მინიმუმ 24 ქულით იგებდა და სერიის დასრულების შანსი ვერ გამოიყენა.


დეტროიტელებს კეიდ კანინგემმა (32 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი) და ტობაიას ჰარისმა (22 ქულა, 10 მოხსნა) ორმაგი დუბლით ულიდერეს, ორლანდოელთა შორის კი პაოლო ბანკერო (17 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი) და დესმონდ ბეინი (17 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი) გამოირჩნენ. 


გოგამ პარკეტზე 13:04 წუთი გაატარა - 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი მიითვალა. 1 დაფარებაც ჰქონდა.


საბოლოოდ, პისტონსმა სერიის პირველ მატჩში დაკარგული მოედნის უპირატესობა დაიბრუნა და გადამწყვეტ, მე-7 თამაშს სახლში, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური უპირატესობის ფონზე ითამაშებს - 3 მაისის 23:30 საათზე.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კალათბურთი ნბა
კალათბურთი
გოგა ბითაძე
ორლანდო
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: პირველი ჰეთ-თრიქი სეზონში - იბერიამ ლიდერობა დაიბრუნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პირველი ჰეთ-თრიქი სეზონში - იბერიამ ლიდერობა დაიბრუნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაზაძე სამხრეთ კორეის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორია

•ქართული

ქართული

ბაზაძე სამხრეთ კორეის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორია
•ქართული

ქართული

VIDEO: უინტრიგო GAME 7 - დეტროიტმა გოგას ორლანდოს სერია მოუგო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: უინტრიგო GAME 7 - დეტროიტმა გოგას ორლანდოს სერია მოუგო
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: სერიაში ისევ მასპინძელმა მოიგო - მამუს ტორონტომ სეზონი დაასრულა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: სერიაში ისევ მასპინძელმა მოიგო - მამუს ტორონტომ სეზონი დაასრულა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

21 სთ წინ

VIDEO: პირველი ჰეთ-თრიქი სეზონში - იბერიამ ლიდერობა დაიბრუნა

News image

20 სთ წინ

ბაზაძე სამხრეთ კორეის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორია

News image

3 სთ წინ

VIDEO: უინტრიგო GAME 7 - დეტროიტმა გოგას ორლანდოს სერია მოუგო

News image

2 სთ წინ

VIDEO: სერიაში ისევ მასპინძელმა მოიგო - მამუს ტორონტომ სეზონი დაასრულა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება