VIDEO: ზედიზედ მე-9 მოგება პლეი-ოფში - ნიუ იორკი კლივლენდს სერიაში გაექცა
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში, ნიუ იორკ ნიქსმა კლივლენდ კავალიერსი ისევ დაამარცხა, ამჯერად - 109:93.
საწყისი ორი მეოთხედი თანაბრად წავიდა, მესამეში კი ნიუ იორკელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ბოლო მეოთხედამდე 15 ქულით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც საქმის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.
წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ნიქსს ამჯერად ჯოშ ჰარტმა ულიდერა (26 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი); ჯეილენ ბრანსონმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 19 ქულა, 3 მოხსნა, 14 ასისტი); მიკაილ ბრიჯისს 19 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი ჰქონდა; ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა კარლ-ენტონი თაუნსმა - 18 ქულა, 13 მოხსნა, 1 ასისტი; ხოლო ოგოგუა ანუნობიმ გუნდს 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი, 3 დაფარება შესძინა.
შედეგად, ნიუ იორკმა პლეი-ოფში ზედიზედ მე-9 გამარჯვება იზეიმა და ეს, 2024 წლის ბოსტონის 10-მატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ, უგრძესი წარმატებული სერიაა.
მაიკ ბრაუნის გუნდმა ფინალური სერიის საწყისი ორივე საშინაო შეხვედრა მოიგო და მოედნის უპირატესობა შეინარჩუნა. სერია ახლა კლივლენდში ინაცვლებს და 2 თამაში იქ ჩატარდება - 24 მაისის 04:00 საათსა და 26 მაისის 04:00 საათზე.