ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ფიორენტინამ მანორ სოლომონის ტრანსფერსზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ვინგერი ვილიარეალს დატოვებს, სადაც იჯარის წესით ასპარეზობდა და და ტოტენჰემიდან კარიერას ფიორენტინაში გააგრძელებს. მხარეები შეთანხმდნენ.
ისრაელის ნაკრების მოთამაშე იტალიურ კლუბშიც იჯარის წესით გადავა და ფლორენციელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
სოლომონი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ფიორენტინას ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.