ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? - ექსპერტების პროგნოზები
ფეხბურთიფეხბურთი

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? - ექსპერტების პროგნოზები

29 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე ნამდვილი საფეხბურთო ომი გველოდება. ერთმანეთს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ლუის ენრიკეს პსჟ და მიკელ არტეტას არსენალი დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონია და ახლა ევროპის უმთავრესი თასის მოგებას გეგმავს.


აი, რას ფიქრობენ ამ მატჩზე საფეხბურთო სამყაროს ცნობილი სახეები:


არსენ ვენგერი:


ვფიქრობ, არსენალმა ნაბიჯ-ნაბიჯ ააშენა ისტორია, რომელიც ახლა ამ თასის მოგების საშუალებას აძლევს. როცა კლუბში მივედი, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დიდი გამოცდილება არ გვქონდა. მერე ზედიზედ 20 წელი გავდიოდით ტურნირზე, ახლა კი ამ ყველაფრის გვირგვინი ჩემპიონობა იქნება. არტეტამ გუნდს უდიდესი რწმენა და ერთიანობა უნდა ჩაუნერგოს, რაც ამ სეზონში ისედაც ჰქონდათ და ეს საკმარისი იქნება. დარწმუნებული ვარ, საოცარ ფინალს ვნახავთ.


გარი ნევილი:


გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ არსენალს ძალიან გაუჭირდება, რადგან პსჟ სულ სხვა დონეა. მათ ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც გამარჯვებითაა შეპყრობილი - ნამდვილი მანიაკი საფეხბურთო გაგებით. მათ აქვთ ის „საშინელი“ თვისება, რომ მოგებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ლუის ენრიკეს მომენტია, მას ზედიზედ მეორედ სურს ლიგის მოგება და ყველა რეკორდის მოხსნა. არსენალი აუტსაიდერის სტატუსით გადის მოედანზე, მათ კბილებით მოუწევთ ბრძოლა, პსჟ კი ამჟამად საუკეთესო გუნდია ევროპაში.


ჰარი კეინი:


ეს იქნება ორი სრულიად განსხვავებული სტილის დაპირისპირება, მაგრამ ძალიან თანაბარი თამაში. პსჟ მოქმედი ჩემპიონია და ლოგიკურია, რომ ფავორიტად ითვლება, თუმცა არსენალმა წელს დაამტკიცა, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მოედანზე ორი უძლიერესი გუნდი გავა და საინტერესო ბრძოლა იქნება.


მარტინ კიოუნი:


არსენალი გაიმარჯვებს და ეს ჩემთვის საკმარისია. ისინი ისტორიაში პირველად მოიგებენ ჩემპიონთა ლიგას და ამით პირველები გახდებიან. აქამდე ევროპაში გვიჭირდა - თასების მფლობელთა თასი ხელიდან გაგვისხლტა, უეფას თასის ფინალში გალათასარაიმ პენალტებით მოგვიგო... ასე რომ, კლუბს ევროპაში დიდი გამარჯვება ჰაერივით სჭირდება.


პოლ მერსონი:


მიმაჩნია, რომ არსენალს კარგი შანსი აქვს, განსაკუთრებით სტანდარტულების დროს. ყოველი ჯარიმა თუ კუთხური პსჟ-ს კარში პენალტის ტოლფასი იქნება, რადგან პარიზელები ტანმორჩილი გუნდია. პსჟ-ს ამ კომპონენტში სერიოზული პრობლემები ექნება. მოედანზე ერთმანეთს საუკეთესო თავდასხმა და საუკეთესო დაცვა შეხვდება.


კრის უოდლი:


არსენალმა შედეგის მისაღებად მოედანზე ავტობუსი უნდა ჩააყენოს და არტეტას გუნდს ამის გაკეთება შეუძლია. ბაიერნმა პსჟ-სთან ღია ფეხბურთი ითამაშა და დაისაჯა კიდეც. პარიზელებს პრობლემები ზუსტად მაშინ ექმნებათ, როცა ორგანიზებულ, კარგად დაცულ და კონტრშეტევებზე ორიენტირებულ გუნდებს ხვდებიან. არტეტა ფეხბურთელებს ეტყვის, რომ პსჟ-სთან ღია ბრძოლაში არ შევიდნენ. დაცვაში მყარად დგომა, სტანდარტულები და კონტრშეტევები - ესაა არსენალის მოგების ერთადერთი გზა.
ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არსენალი
არსენ ვენგერი
არტეტა
ჩემპიონთა ლიგა
ჰარი კეინი
ლუის ენრიკე
პსჟ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როგორ წააგო ოქროს ბურთი ფეხბურთელმა, რომელმაც ხმების 64% მიიღო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ წააგო ოქროს ბურთი ფეხბურთელმა, რომელმაც ხმების 64% მიიღო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა" - პსჟ-ის განცხადება კვარაცხელიაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა" - პსჟ-ის განცხადება კვარაცხელიაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"არ გრცხვენიათ?" - პსჟ-ის ფანები ოქროს ბურთის შედეგებს აპროტესტებენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"არ გრცხვენიათ?" - პსჟ-ის ფანები ოქროს ბურთის შედეგებს აპროტესტებენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გაგრძელდება თუ არა ვენგერის თამაშგარის წესის ტესტირება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გაგრძელდება თუ არა ვენგერის თამაშგარის წესის ტესტირება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 სთ წინ

როგორ წააგო ოქროს ბურთი ფეხბურთელმა, რომელმაც ხმების 64% მიიღო?

News image

10 სთ წინ

,,ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა" - პსჟ-ის განცხადება კვარაცხელიაზე

News image

5 სთ წინ

"არ გრცხვენიათ?" - პსჟ-ის ფანები ოქროს ბურთის შედეგებს აპროტესტებენ

News image

4 სთ წინ

გაგრძელდება თუ არა ვენგერის თამაშგარის წესის ტესტირება?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება