სპორტული გამოკვლევების საერთაშორისო ცენტრმა [CIES] წარმოადგინა 100 ფეხბურთელის სია, რომლებიც, მათი მონაცემებით, ყველაზე მაღალ ხელფასს იმსახურებენ.
ანგარიში შედგენილია სტატისტიკური მოდელის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს სათამაშო დროს, მატჩების დონისა და ხარისხის მაჩვენებელს, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის რაოდენობას, მოთამაშის პოზიციას მოედანზე და ასევე ინფორმაციას თითქმის 2000 ხელფასზე, რომელიც ფეხბურთელებმა მიიღეს კონტრაქტის გაფორმების, ან გახანგრძლივების დროს.
კვლევის მიზანი იყო დაედგინათ, რამდენად შეესაბამება მოთამაშის მიმდინარე ანაზღაურება მის რეალურ ღირებულებასა და სათამაშო წვლილს.
ტოპ 20 კი ასე გამოიყურება:
1. კილიან მბაპე (რეალი) – უნდა იღებდეს 22,8 მილიონ ევროს
2. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 17,9 მილიონ ევროს
3. ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 17,5 მილიონ ევროს
4. ჟოაუ ნევეში (პსჟ) – 17,3 მილიონ ევროს
5. დომინიკ სობოსლაი (ლივერპული) – 17,1 მილიონ ევროს
6–7. უსმან დემბელე (პსჟ) – 16,9 მილიონ ევროს.
6–7. ხულიან ალვარესი (ატლეტიკო) – 16,9 მილიონ ევროს.
8–9. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 16,7 მილიონ ევროს.
8–9. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 16,7 მილიონ ევროს.
10–11. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) – 16,2 მილიონ ევროს.
10–11. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 16,2 მილიონ ევროს.
12. მარკუს ტურამი (ინტერი) – 16 მილიონ ევროს.
13–14. ლუის დიასი (ბაიერნი) – 15,7 მილიონ ევროს.
13–14. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 15,7 მილიონ ევროს.
15. კოდი გაკპო (ლივერპული) – 15,5 მილიონ ევროს.
16–18. ორელიან ჩუამენი (რეალი) – 15,3 მილიონ ევროს.
16–18. ბრედლი ბარკოლა (პსჟ) – 15,3 მილიონ ევროს.
16–18. რაფინია დიასი (ბარსელონა) – 15,3 მილიონ ევროს.
19. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) – 15,2 მილიონ ევროს.
20. რაიან გრავენბერხი (ლივერპული) – 15,1 მილიონ ევროს.