იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ვინ შეცვლის კვარას? -  როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს ნაკრების შეტევა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ვინ შეცვლის კვარას? - როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს ნაკრების შეტევა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს - ერთა ლიგის მეხუთე ტურში ჩვენები შინ უნგრეთს მიიღებენ, ამ გათამაშების უკანასკნელ მატჩს კი სლოვაკეთში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. 


მძიმე ტრავმის გამო ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია აკლია. საქართველომ კი ხვიჩას გარეშე ოფიციალურ მატჩში ბოლოს 2025 წლის მარტში, სომხეთის წინააღმდეგ ჩაატარა - მაშინ კვარას დისკვალიფიკაცია ჰქონდა. იმის გასახსენებლად კი, თუ როდის გამოტოვა შვიდიანმა სანაკრებო მატჩი ტრავმის გამო, 2022 წლის ნოემბერში უნდა დავბრუნდეთ - მაშინ კვარა მაროკოსთან დაგვაკლდა.


დღევანდელ ბლოგში კაპიტნის შეცვლის იმ შესაძლო ვარიანტებზე მოგიყვებით, რომლებსაც სავარაუდოდ რამაზ სვანაძე განიხილავს, რადგან კაპიტნის გარეშე თამაში სამწუხაროდ არც ისე ცოტა ხნით მოგვიწევს.


საქართველოს ნაკრებს ბოლო ხუთ წელიწადში, მხოლოდ 9 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იყო, აქედან 7 ამხანაგური - ერთა ლიგის პლეი-ოფებს, ლუქსემბურგთან და სომხეთთან, კვარა დისკვალიფიკაციის გამო დააკლდა.


აქედან ორ შემთხვევაში ნაკრებმა ორი ცენტრალური ფორვარდით ითამაშა - ლუქსემბურგთან ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალაში მიქაუტაძეს ბუდუ ზივზივაძე შეუწყვილდა, ხოლო 2026 წლის ივნისში რუმინეთს ზივძივაძისა და ქვილითაიას დუეტმა შეუტიეს.   


ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ის გასულ ტურში გაიტანა და ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა - ნამდვილად შეგვიძლია ჰაიდენჰაიმის ფორვარდი კვარას შეცვლის ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად განვიხილოთ. მით უმეტეს, მას შემდეგ რაც სვანაძემ უკანასკნელ მატში ბუდუ ძირითად შემადგნელობაში ათამაშა.



თუ გიორგი მიქაუტაძეს ნაკრების ძირითად ფორვარდად განვიხილავთ, რაზეც დიდი ალბათობით კითხვები არ უნდა იყოს, რამაზ სვანაძის განაცხადში კვარას შეცვლის კიდევ ხუთი კანდიდატია - წიტაიშვილი, ეგოიანი, დავითაშვილი, კვერნაძე, გულიაშვილი და გაგუა. 


ჟორჟთან ამ უკანასკნელის შეწყვილება ნაკლებად სავარუდოა. წიტაიშვილმა სვანაძის ბოლო სამი მატჩიდან ორში მარცხენა ფლანგის მცველად ითამაშა, ჩრდილოეთირლანდიასთან კი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე შემოვიდა - სწორედ ამიტომ, წიტაიშვილის ვარიანტიც ძნელად სავარაუდოა, თუმცა არა გამორიცხული.

გიორგი გულიაშვილი და გიორგი კვერნაძე პოზიციურად კვარას პირდაპირი შემცვლელები არიან - გულიაშვილს ნაკრების მაისურით სულ შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან ოფიციალური მხოლოდ ოთხი იყო და ეგეც სულ 56 წუთი. ამას ესპანეთში გიორგის არც ისე კარგი სათამაშო პრაკტიკა ემატება, რაც გულაიშვილის ვარიანტს თითქმის გამორიცხავს.


ნაკრებში ჩატარებული მატჩების სიუხვით ვერც კვერნაძე დაიკვეხნის, 9 მატჩი - აქედან 5 ოფიციალური, თუმცა გიორგის იტალიის სერია ა-ში აკრეფილი ფორმა მის კანდიდატურას საკმაოდ სერიოზულს ხდის. 


5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა 12 მატჩში ფროზინონეს მაისურით და მეხუთე ადგილი წარმატებული დრიბლინგების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელით ევროპის ტოპ 5 ლიგაში - ქათველი გარემარბი იტალიაში დაფრინავს. ამასთან ერთად კვერნამ ერთა ლიგის ამ გათამაშების პირველი ოთხი მატჩიდან სამში მიიღო მონაწილეობა, რაც კვარას შემცვლელების სიაში მის კანდიდატურას კიდევ უფრო წინ წამოწევს.



კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც შესაძლოა მომავალ მატჩებში კვარა შეცვალოს, ზურიკო დავითაშვილია. 25 წლის ფეხბურთელს, რომელიც მარცხენა და მარჯვენა ფლანგებსა და ათიანის პოზიციაზე თითქმის თანაბრად თამაშობს, ზემოთჩამოთვლილთაგან ნაკრებში თამშის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს - დავითაშვილს საქართველოს ნაკრებში 58 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 33 მარჯვენა ფლანგზე, 4 მარცხენაზე, ხოლო 21 შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. 


იმ დროის განმავლობაში, როდესაც ზურიკო ათიანზე თამაშობდა, მოედანზე არასდროს ყოფილა გიორგი ჩაკვეტაძე, ხოლო მომავალ მატჩებში უდინეზეს შემტევის მოედანზე ყოფნა მეტად სავარაუდოა, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ზურიკო ითამაშებს, ის ფლანგიდან შეუტევს.



თუმცა რამდენჯერ აქვთ გაზიარებული მოედანი ჩაკვეტაძესა და დავითაშვილს? ძალიან ცოტაჯერ. სწორედ ამიტომ გიორგისა და ზურიკოს ერთად თამაშიც ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია. თუმცა ვნახოთ, იქნებ სვანაძე უნგრელებს სიურპრიზებს უმზადებს.


უყურადღებოდ არც ირაკლი ეგოიანი უნდა დაგვრჩეს - ექსელსიორის ფეხბურთელი ნიდერლანდებში შემტევი ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციებზე თამაშს თითქმის ერთნაირი წარმატებით ახერხებს. ეს 22 წლის მოთამაშის მესამე სანაკრებო გამოცდილებაა და შესაძლოა რამაზ სვანაძე მის უფრო პროდუქტიულად გამოყენებასაც გეგმავდეს.



რა თქმა უნდა, ამით საქართველოს ნაკრების შეტევის დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები არ ამოწურულა და სვანაძესა და მის სამწვრთნელო შტაბს კიდევ არაერთი საინტერესო ვარიანტის შემოთავაზება შეუძლიათ, თუმცა ვფიქრობ რომ, ყველაზე მეტად სავარაუდო სწორედ ზემოთ განხილული ვერსებია.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბუდუ ზივზივაძე
ერთა ლიგა
გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი კვერნაძე
ზურიკო დავითაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება" - უკრაინელი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება" - უკრაინელი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძე გასპერინის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს? - იტალიური პრესა ქართველზე წერს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძე გასპერინის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს? - იტალიური პრესა ქართველზე წერს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენთვის უპირატესობას წარმოადგენს" - უკრაინელი ფეხბურთელი კვარას ტრავმაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენთვის უპირატესობას წარმოადგენს" - უკრაინელი ფეხბურთელი კვარას ტრავმაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძე და ბელინგემი - ქართველი ევროპის საუკეთესოთა ხუთეულშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძე და ბელინგემი - ქართველი ევროპის საუკეთესოთა ხუთეულშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

10 სთ წინ

"აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება" - უკრაინელი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე

News image

7 სთ წინ

კვერნაძე გასპერინის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს? - იტალიური პრესა ქართველზე წერს

News image

7 სთ წინ

"ჩვენთვის უპირატესობას წარმოადგენს" - უკრაინელი ფეხბურთელი კვარას ტრავმაზე

News image

7 სთ წინ

კვერნაძე და ბელინგემი - ქართველი ევროპის საუკეთესოთა ხუთეულშია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება