საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის გადადებული მატჩი სტად ველოდრომზე მარსელსა და პარი სენ-ჟერმენს შორის დღეს, 22:00 საათზე გაიმართება.
პარალელურად კი პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება, სადაც პარიზელთა ბევრი წარმომადგენელია ნომინირებული.
ესპანური Marca-ს ინფორმაციით, დაჯილდოებაზე დასწრებას დეზირე დუე, ჟოაო ნევეში და ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი უსმან დემბელე შეძლებენ, რომლებიც მარსელთან მატჩის განაცხადში არ არიან.
აშრაფ ჰაკიმი, ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიან რუისი და ნუნუ მენდეში კი ფრანგულ კლასიკაში მიიღებენ მონაწილეობას და პარიზში ყოფნას ფიზიკურად ვერ მოახერხებენ. თავისთავად დაჯილდოებას ვერ დაესწრება ლუის ენრიკეც, რომელიც საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციის მთავარი ფავორიტია.
ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? Goal.com-ის საბოლოო რეიტინგი