ვინისიუს ჟუნიორი კარიერის გზაგასაყარზეა, რადგან მადრიდის რეალთან კონტრაქტი უმთავრდება, ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება კი ფერხდება.
გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკებები მუნდიალის დასრულებამდე გადადეს. მთავარი ბარიერი ფინანსებია - ბრაზილიელი ხელფასის 20-დან 30 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს.
ლონდონის ჩელსიში ვინისიუსის შესაძლო გადასვლა საბოლოოდ გამოირიცხა. მიზეზი სტემფორდ ბრიჯზე მთავარ მწვრთნელად ჩაბი ალონსოს დანიშვნაა. ესპანელ სპეციალისტსა და ფეხბურთელს მადრიდის რეალში ყოფნის დროიდან, ერთ-ერთ ელ კლასიკოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
ამ ეტაპზე ვინისიუსს სხვა ევროპული გრანდებიდან ოფიციალური შეთავაზება არ გააჩნია. საუდის არაბეთის ასტრონომიული ვარიანტიც ნელ-ნელა გაქრა, რაც იმის ეჭვს აჩენს, რომ ეს ხმები ფეხბურთელის აგენტებმა რეალ მადრიდზე ზეწოლისთვის გამოიყენეს. ფლორენტინო პერესი მაინც მშვიდადაა და სჯერა, რომ ვარსკვლავი გუნდში დარჩება.
ამავდროულად, ვინისიუსი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ თამაშობს. ჯგუფურ ეტაპზე გატანილი 3 გოლითა და 2 ასისტით მან რომარიოსა და რონალდოს მიღწევა გაიმეორა. ეს წარმატება მას კლუბთან სამომავლო მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას აძლევს.