საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
სანიკიძეს ამის შესახებ ფიბა-მ ოფიციალური წერილით აცნობა, საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნა მიულოცეს და ჩემპიონთა ლიგის ჩატარებაში ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე წარმატებები უსურვეს.
ჩემპიონთა ლიგა ფიბა-ს მთავარი საკლუბო ტურნირია, რომლის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის პოპულარობა და მონაწილე გუნდების დონე ყოველწლიურად იზრდება. ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები იყვნენ – გერმანული ტელეკომ ბონი, ესპანური გუნდები – ტენერიფე და უნიკახა.
წლებია, ვიქტორ სანიკიძე ფიბა-ს საშეჯიბრო კომიტეტის წევრია, რომლის ძირითადი ფუნქციაც ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების შესბამისი მიმართულებით ორგანიზებაა.