იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,ვიცით, რას უნდა ველოდოთ ერთმანეთისგან" - იანი დვალიშვილთან ბრძოლაზე
ქართულიქართული
UFCUFC

,,ვიცით, რას უნდა ველოდოთ ერთმანეთისგან" - იანი დვალიშვილთან ბრძოლაზე

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პიოტრ იანს არ აღიზიანებს ის მოსაზრება, თითქოს მერაბ დვალიშვილი მათი წინა შეხვედრისთვის სათანადოდ მომზადებული არ იყო.


„ეს საერთოდ არ მაღიზიანებს. თუ მას ან მის გულშემატკივრებს სურთ, ეს თავის გასამართლებლად გამოიყენონ, მალე ყველაფერს გავარკვევთ.


ბრძოლის თარიღი უკვე ცნობილია, ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა და მალე გავიგებთ, ვინ არის უკეთესი მებრძოლი“, - განაცხადა იანმა Uncrowned-თან საუბრისას.


ცოტა ხნის წინ დვალიშვილმა მეტოქეს სიტყვიერად შეუტია და „უზრდელი ადამიანი“ უწოდა, რომელსაც ჭკუის სწავლება სჭირდება.


საპასუხოდ იანმა აღნიშნა, რომ განმეორებით ბრძოლაზე საუბრისას მხოლოდ სიმართლეს ამბობდა და სინამდვილეში სწორედ დვალიშვილია ის, ვინც მარცხის შემდეგ საკუთარ თავზე გამოსცადა დამცირება.


„უზრდელად არ მოვქცეულვარ. უბრალოდ, სიმართლეს ვამბობდი. როდესაც შეკითხვა დამისვეს და მან რაღაცების გამოგონება დაიწყო, უბრალოდ ვუთხარი, რომ გაჩუმებულიყო. სულ ეს იყო. საერთოდ არ ვყოფილვარ უზრდელი.


ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან თავადაც იცის, როგორ დავამდაბლე“, - განაცხადა იანმა.


ხელის მოტეხილობა იანის დვალიშვილთან დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ სასაუბრო თემად იქცა. ამასთან, რუსმა მებრძოლმა ორ ბრძოლას შორის საკუთარ ტაქტიკაში არაერთი ცვლილება შეიტანა.


„ამ ორ ბრძოლას შორის ყველაზე დიდი განსხვავება ის იყო, რომ მეორედ მას დარტყმებს ვაყენებდი.


თავადაც აღიარა ინტერვიუებში, რომ მე-2 რაუნდში ფსიქოლოგიურად გატყდა. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას ჭკუა ვასწავლე.


ზოგადად, ერთმანეთის შესახებ ბევრი ინფორმაცია გვაქვს. უკვე ორჯერ ვიბრძოლეთ და ვიცით, რას უნდა ველოდოთ ერთმანეთისგან.


ზუსტად ვიცი, რას უნდა ველოდო მისგან ამჯერად და ისიც ვიცი, როგორ გავანეიტრალო მისი მოქმედებები.


მჯერა, რომ შევძლებ, ვაიძულო ისე იბრძოლოს, როგორც მე მსურს. გავაკონტროლო, სად წარიმართება ბრძოლა და კიდევ ერთხელ დავამარცხო“, - აღნიშნა იანმა.


პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის მე-3 დაპირისპირება, რომელიც 24 ოქტომბერს აბუ დაბიში გაიმართება, ორივე მებრძოლისთვის 2026 წლის პირველი ბრძოლა იქნება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მერაბ დვალიშვილი
MMA
პიოტრ იანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დვალიშვილი vs იანი და UFC-ის სხვა ეპიკური ტრილოგიები

•ქართული

ქართული

დვალიშვილი vs იანი და UFC-ის სხვა ეპიკური ტრილოგიები
•ქართული

ქართული

რა შეცდომას უშვებს პიოტრ იანი? - შონ ო'მალის მოსაზრება

•ქართული

ქართული

რა შეცდომას უშვებს პიოტრ იანი? - შონ ო'მალის მოსაზრება
•ქართული

ქართული

მერაბის ბრძოლა ლეგენდარულების სიაში შევიდა - UFC-ის ისტორიული ტრილოგიები

•ქართული

ქართული

მერაბის ბრძოლა ლეგენდარულების სიაში შევიდა - UFC-ის ისტორიული ტრილოგიები
•ქართული

ქართული

მერაბ დვალიშვილი - რეკორდების მანქანა UFC-ში

•ქართული

ქართული

მერაბ დვალიშვილი - რეკორდების მანქანა UFC-ში
•ქართული

ქართული

News image

19 ოქტ, 2026

დვალიშვილი vs იანი და UFC-ის სხვა ეპიკური ტრილოგიები

News image

9 სთ წინ

რა შეცდომას უშვებს პიოტრ იანი? - შონ ო'მალის მოსაზრება

News image

7 სთ წინ

მერაბის ბრძოლა ლეგენდარულების სიაში შევიდა - UFC-ის ისტორიული ტრილოგიები

News image

17 წთ წინ

მერაბ დვალიშვილი - რეკორდების მანქანა UFC-ში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება