"ვფიქრობ, უბრალოდ ნერვებს მიშლის" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილზე
28 აგვ, 2024 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მერაბ დვალიშვილის მორიგ გავრცელებულ ვიდეოზე გააკეთა კომენტარი.
"ის საოცარია, არა? ვფიქრობ, უბრალოდ ნერვებს მიშლის. რაც უნდა, ის გააკეთოს. ამ ტიპმა პატარა ნაკერები ბუჩქის საკრეჭი მაკრატლით მოიშორა, რომელსაც მებაღეები იყენებენ ხოლმე."
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იშორებს მერაბი ნაკერებს დიდი მაკრატლის გამოყენებით.
მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა ახლოვდება. 15 სექტემბერს UFC 306-ზე ლას ვეგასში ქართველი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონ შონ ო'მალის დაუპირისპირდება.