NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი საკრამენტო კინგსს დაუპირისპირდა და 111-130 დაამარცხა. სასტარტო ხუთეულში იყო გოგა ბითაძე, რომელმაც პარკეტზე 22 წუთი გაატარა.
ქართველმა ცენტრმა 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ თამაშში 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო.
გამარჯვებულ გუნდს 31 ქულით ფრანც ვაგნერმა ულიდერა, 23 ქულა ჩააგდო პაოლო ბანჩერომ.
ორლანდო მეჯიქი 52 მატჩში 25 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა.