მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ჩემპიონშიფის 34-ე ტურში უოტფორდმა ლუტონს უმასპინძლა. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მატჩის კომპენსირებულ დროში (96-ე წუთი) შეცვალეს.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს და საბოლოოდ შეხვედრა 2-0 დასრულდა კიდეც.
მე-11 წუთზე ანგარიში აიოტომივა დელე-ბაშირუმ პენალტით გახსნა, 23-ე წუთზე კი გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაშისა და საგოლე პასის შემდეგ სხვაობა ორამდე ედო კაიემბემ გაზარდა.
23' კაიემბე (ჩაკვეტაძე) 2-0
უოტფორდი ამ გამარჯვების შემდეგ 48 ქულას აგროვებს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. პრემიერ ლიგაში დასაწინაურებელი პლეიოფის ზონამდე ტომ კლევერლის გუნდს 3 ქულა აშორებს.
გიორგი ჩაკვეტაძემ ლუტონთან მატჩში Sofascore-სგან 7.3 შეფასება დაიმსახურა. ქართველის ანგარიშზე ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
"ის ზედმეტად კარგია ამ ლიგისთვის" - გულშემატკივრების კომენტარები ჩაკვეტაძის თამაშზე
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები