როგორც მოგეხსენებათ, 1 ივნისს ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს დორტმუნდის ბორუსია და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან.
ტრადიციულად ფინალური მატჩი საზეიმოდ გაიხსნება. უეფას განცხადებით კი წლევანდელი ღონისძიების სახე როკის ლეგენდა ლენი კრავიცი იქნება.
ამერიკელი როკ-ვარსკვლავი გრემის 4-გზის გამარჯვებულია.
ლიგის ფინალს ლეგენდარული უემბლი უმასპინძლებს.