ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებიდან 43 წელი გავიდა.
1981 წლის 13 მაისს დინამო თბილისმა ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში კარლ ცაისი 2-1 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. მატჩი დიუსელდორფში გაიმართა.
დინამოს შემადგენლობა კი ასეთი იყო:
გაბელია, კოსტავა, ჩივაძე (კ), ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია.
შეცვლაზე: კაკილაშვილი.
ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი და ისტორიული წარმატების შემოქმედი კი ნოდარ ახალკაცი იყო.
მატჩში ანგარიში 63-ე წუთზე კარლ ცაისმა გახსნა. აქედან 4 წუთში ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა, 86-ე წუთზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაეწერა.
დინამომ ფინალამდე ბერძნული კასტორია (2-0), ირლანდიური უოტერფორდი (5-0), ინგლისური ვესტ ჰემი (4-2) და ნიდერლანდური ფეიენოორდი (3-2) დაამარცხა.