NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსი ნიუ ორლეანს პელიკანსს შეხვდა და 124-108 დაამარცხა.
გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა ლეიკერსის ტრიოს - ლუკა დონჩიჩს, ლებრონ ჯეიმსსა და ოსტინ რივზს.
დონჩიჩი - 35 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა
რივზი - 30 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა
ჯეიმსი - 27 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა
ლეიკერსი 77 მატჩში 47 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.