ინგლისის ლიგის თასის (კარაბაო თასი) 1/4 ფინალში ჩელსი კარდიფს დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 57-ე წუთზე კი ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ალეხანდრო გარნაჩომ გახსნა.
75-ე წუთზე დევიდ ტარბნელმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა 82-ე წუთზე ასევე შეცვლაზე შემოსულმა პედრუ ნეტუმ ჩელსი კვლავ წინ გაიყვანა.
კომპენსრებულ დროში კი გარნაჩომ მატჩის საბოლოო ანგარიში (1-3) დააფიქსირა და ჩელსი თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.