VIDEO: იოკიჩის ზედიზედ მე-4 სამმაგი - დენვერმა იუტას მოუგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში დენვერ ნაგეტსი იუტა ჯაზს დაუპირისპირდა და 135-129 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც ზედიზედ მე-4 სამმაგი დუბლი მიითვალა. სერბის ანგარიშზე 33 ქულა, 15 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა იყო.
იოკიჩის საშუალო სტატისტიკა ბოლო 4 მატჩში ასეთია: 25.3 ქულა, 16.8 მოხსნა, 15.5 შედეგიანი გადაცემა.
იუტასთან გამოსარჩევია ჯამალ მარის შედეგიც, რომელმაც 31 ქულა და 14 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
75 მატჩში მოპოვებული 47 გამარჯვებით დენვერი დასავლეთ კონფრეენციაში მე-4 ადგილზეა, ნაგეთსზე წინ ოკლაჰომა სითი თანდერი, სან ანტონიო სპურსი და ლოს ანჯელეს ლეიკერსი არიან.