VIDEO: იუვენტუსმა მოიგო და რომასთან სხვაობა შეამცირა
19 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე რომა მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა. 44-ე წუთზე მასპინძლები წინ ფრანსისკო კონსეისაომ გაიყვანა.
70-ე წუთზე სხვაობა ორამდე ლუი ოპენდამ გაზარდა, აქედან 6 წუთში კი ტომაზო ბალდანციმ ერთი ბურთი გაქვითა. რომამ მატჩის დარჩენილ ნაწილში ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და 3 ქულა იუვეს დარჩა.
ტურინელებმა ამ მოგებით 29 ქულა დააგროვეს და მე-5 ადგილზე არიან, თუმცა ლაივ ცხრილში დაძაბული მდგომარეობაა.
1. ინტერი - 33 ქულა
2. მილანი - 32 ქულა
3. ნაპოლი - 31 ქულა
4. რომა - 30 ქულა
5. იუვენტუსი - 29 ქულა
ისიც სათქმელია, რომ ლიდერ სამეულს ამ ტურში თავიანთი მატჩები ჩასატარებელი აქვთ.