იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში იუვენტუსმა ტურინში ვერონა მიიღო და 2-0 დაამარცხა.
ორივე გოლი ბიანკონერიმ მეორე ტაიმში გაიტანა. 72-ე წუთზე ანგარიში კეპრენ ტურამმა გახსნა, 90-ე წუთზე კი სხვაობა ორამდე ტეუნ კოოპმაინერსმა გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ტიაგო მოტას გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 52 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს, ლიდერ ინტერთან ჩამორჩენა 6 ქულაა.