ამერიკელმა მსახიობმა და რესლერმა ჯონ სინამ შაბათ ღამეს ვაშინგტონში თავისი 16-მატჩიანი გამოსამშვიდობებელი ტურნირის ბოლო ბრძოლა ჩაატარა, რითაც მისი ბრწყინვალე 24-წლიანი კარიერა დასრულდა, რომლის განმავლობაშიც ის რესლინგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობად ვარსკვლავად იქცა.
48 წლის სინამ პენსიაზე გასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში განაცხადა და მაშინ გულშემატკივრებს უთხრა, რომ მისი „სხეული ტკივილს განიცდის“ და „ყვირის, რომ დროა ეს თავი დაიხუროს“.
დადასტურდა, რომ ის WWE-ის ოჯახის ნაწილად დარჩება, რადგან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ორგანიზაციის ელჩის როლს შეასრულებს.
შაბათის ბრზოლის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა სინას ფეხზე დგომით ოვაციები მიუძღვნეს, ხოლო მან რინგი საბოლოოდ მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე დატოვა.
სინას საბოლოო მატჩი იმით დასრულდა, რომ ის გიუნტერთან თითქმის 24-წუთიანი ემოციური დაპირისპირების შემდეგ დანებდა (tap out). მაყურებელი მთელი მატჩის განმავლობაში გამორჩეულად ენერგიული იყომ ისინი სინას მხარს უჭერდნენ და გამარჯვებისკენ უბიძგებდნენ, იმ იმედით, რომ ის ბოლო ბრძოლაში წარმატებას შეძლებდა.