VIDEO: ხულიან ალვარესის ჰეთ-თრიქი და მოტრიალებული თამაში რაიოსთან
24 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის ატლეტიკომ მეტროპოლიტანოზე რაიო ვალეკანო მიიღო.
ანგარიში მე-15 წუთზე ხულიან ალვარესმა გახსნა. როხიბლანკო პირველი ტაიმის მოგებასთან იყო, თუმცა პეპ ჩავარიამ ბრწყინვალე გასროლით აიღო იან ობლაკის კარი და ატლეტიკოს გოლი გასახდელში გაატანა.
77-ე წუთზე ალვარო გარსიას გოლით რაიო წინ გავიდა, თუმცა სტუმარმა გუნდმა მატჩის თავის სასარგებლოდ ბოლომდე მიყვანა მაინც ვერ მოახერხა.
მე-80 წუთზე ხულიან ალვარესმა დუბლი შეასრულა, 88-ე წუთზე კი ულამაზესი გოლით ჰეთ-თრიქი შეასრულა და დიეგო სიმეონეს გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ატლეტიკოს 6 მატჩის შემდეგ 9 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მე-8 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი მეტროპოლიტანოზე მადრიდული დერბი ატლეტიკოსა და რეალს შორის შედგება.