VIDEO: ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დაიწყო
08 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ქალაქ ლივერპულში კრივის მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი.
ლაშა გურულმა პირველ ბრძოლაში საუდის არაბეთის წარმომადგენელი მუშა ალჰავსავი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და 65 კგ წონით კატეგორიაში ბრძოლას მსოფლიოს ჩემპიონობისთვის განაგრძობს.
ქართველი მოკრივე მერვედფინალში ირლანდიელ დინ ქლენსის დაუპირისპირდება.
ოლიმპიური ჩემპიონი და ლაშა გურულის პოტენციური მეტოქე ფინალში - კუბელი ერისლანდი ალვარეს ბორხესი ესპანელ მეტოქეს დაუპირისპირდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა კიდეც.
კრივის მსოფლიო ჩემპიონატი 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.