მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
აშშ-ში სტარტი აიღო MLS-ის ახალმა სეზონმა. პირველ მატჩში ატლანტა იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე მონრეალი მიიღო.
სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა ლობჟანიძე, რომელმაც მოედანზე 83 წუთი გაატარა.
ანგარიში სწორედ ქართველის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ გაიხსნა, ატლანტას სეზონის პირველი გოლი 42-ე წუთზე ემანუელ ლატე ლატმა გაიტანა, საბამ კი პირველი საგოლე გადაცემა მიითვალა. პირველი ტაიმი 1-0 დასრულდა.
ლობჟანიძის საგოლე პასი (2:00)
მეორე ტაიმი უფრო სანახაობრივი გამოვიდა და მაყურებელმა 4 გოლიც იხილა. საბოლოოდ მატჩი ატლანტას გამარჯვებით 3-2 დასრულდა და გუნდმა სეზონი მოგებით გახსნა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები