ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურში მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე ბრენტფორდი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი ქალაქელებმა 3 უპასუხო გოლის გატანა შეძლეს.
მე-60 წუთზე ჟერემი დოკუმ ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა, 75-ე წუთზე ერლინგ ჰალანდმა სხვაობა ორამდე გაზარდა, კომპენსირებულ დროში კი ომარ მარმუშმა საბოლოო ანგარიში (3-0) დააფიქსირა.
პეპ გვარდიოლას გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 74 ქულა დაუგროვდა, საჩემპიონო რბოლაში კი ლიდერ არსენალს 2 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, ერლინგ ჰალანდს 26 გოლი აქვს და მდევარ იგორ ტიაგოს 4 გოლით უსწრებს.
მომდევნო ტურში მანჩესტერ სიტი კრისტალ პალასს უმასპინძლებს, არსენალი კი ვესტ ჰემს ეწვევა.
60' დოკუ 1-0
75' ჰალანდი 2-0
90+2' მარმუში 3-0