სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეიოფის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მეცი და სენტ ეტიენი დაუპირისპირდნენ.
გუნდებს შორის უნდა გარკვეულიყო, რომელი მათგანი ითამაშებდა მომდევნო სეზონში უმაღლეს დივიზიონში.
პირველი შეხვედრა სენტ ეტიენის გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
გადამწყვეტი თამაში მეცისთვის ცუდად დაიწყო. მე-6 წუთზე პაპე დიალო მოედნიდან გააძევეს და მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ, თუმცა ამას გუნდისთვის ხელი არ შეუშლია და მე-17 წუთზე ლამინ კამარამ ანგარიში გახსნა, 25-ე წუთზე კი გიორგი მიქაუტაძის დრიბლინგს პენალტი მოჰყვა, რომელიც თავად ქართველმა შეასრულა ზუსტად და მეცის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
სენტ ეტიენმა პირველივე ტაიმში მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა და 35-ე წუთზე ლეო პეტრომ გაიტანა გოლი.
მატჩის ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, თუმცა 117-ე წუთზე იბრაჰიმა ვაჯიმ თავისი შანსი გამოიყენა და სენტ ეტიენს ორი მატჩის ჯამში მოაგებინა.
საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონი 2-წლიანი პაუზის შემდეგ ლიგა 1-ს დაუბრუნდა, მეცი კი მომდევნო სეზონში ლიგა 2-ში იასპარაზებს. სავარაუდოა, რომ გიორგი მიქაუტაძე გუნდს ქვედა დივიზიონში არ გაჰყვება და კარიერას სხვაგან გააგრძელებს.
ქართველმა თავდამსხმელმა ამ სეზონში ყველაფერი გააკეთა, რომ თავისი გუნდი ელიტაში დაეტოვებინა, თუმცა ეს არ გამოვიდა.
მან ლიგა 1-ში ჩატარებულ 21 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ვინ იცის, გიორგის მთელი სეზონი საფრანგეთში რომ გაეტარებინა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები