VIDEO: მიქაუტაძის გამარჯვების მომტანი საგოლე გადაცემა - ვილიარეალმა სევილიას მოუგო
23 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში ვილიარეალი სანჩეს პისხუანზე სევილიას ესტუმრა.
მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.
ანგარიში მე-17 წუთზე ტანი ოლუვასეიმ გახსნა და სტუმრებს პირველი ტაიმი 0-1 მოაგებინა. 51-ე წუთზე მასპინძლებმა ჯიბრილ სოუს გოლით ანგარიში გაათანაბრეს.
69-ე წუთზე მოედანზე გიორგი მიქაუტაძე შემოვიდა, რომელმაც 86-ე წუთზე ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ ასევე შეცვლაზე შემოსულ მანორ სოლომონს საგოლე პასი გაუკეთა.
ამ გოლით ვილიარეალმა სევილიაში 3 ქულა მოიპოვა და 6 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 13 ქულა დაუგროვდა.