სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში საკრამენტო კინგსმა იუტა ჯაზი 121-117 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს დეაარონ ფოქსმა ულიდერა, რომელმაც 49 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფოქსი საოცარ ფორმაშია, მან მინესოტა ტიმბერვულვზთან წინა თამაშში 60 ქულა ჩააგდო.
კინგსი 14 მატჩში 8 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, იუტა კი 12 შეხვედრაში 3 გამარჯვებით ბოლო პოზიციაზე იმყოფება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები