ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო, 38-ე ტურის მატჩში ბრაიტონსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ბრუნო ფერნანდეშმა ისტორიული რეკორდი მოხსნა.
პორტუგალიელმა ნახევარმცველმა სეზონში 21-ე საგოლე გადაცემა გააკეთა და ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინის შედეგი (20 საგოლე პასი) გააუმჯობესა.
33-ე წუთზე ბრუნოს კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ანგარიში თავური დარტყმით ფილიპ დორგუმ გახსნა, 44-ე წუთზე კი ამად დიალოს პასის შემდეგ ბრაიან მბიუმომ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში ფერნანდეშმა თავადაც შეძლო გოლის გატანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (0-3).
ბრუნო ფერნანდეშმა ასისტების ისტორიული რეკორდი დაამსხვრია
ბრუნოს სარეკორდო პასი