VIDEO: შედეგიანი ფრე სან სებასტიანში - ყველაფერი ოლდ ტრაფორდზე გაირკვევა
06 მარ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში სოსიედადმა და მანჩესტერმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
შეხვედრა სან სებასტიანში, ლა რეალე არენაზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა - 57-ე წუთზე ჯოშუა ზირკზემ შეძლო მანჩესტერის დაწინაურება, 70-ზე კი მიკელ ოიარსაბალმა პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა ანგარიში - თერთმეტმეტრიანი საჯარიმოში ბრუნო ფერნანდეშის ხელით თამაშის გამო დაინიშნა.
საბოლოოდ ყველაფერი ოლდ ტრაფორდზე, ერთ კვირაში, 13 მარტს გაირკვევა.