VIDEO: ცრემლები და დომინანტური თამაში - დონჩიჩის დაბრუნება დალასში
10 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში დალას მავერიქსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი მიიღო. მატჩი გამორჩეული იმით იყო, რომ ხმაურიანი გაცვლის შემდეგ პირველად ლუკა დონჩიჩი დალასში ჩავიდა.
მავერიქსის გულშემატკივრები სლოვენიელს თბილად დახვდნენ, შემადგენლობების გამოცხადების დროს კი დონჩიჩს სპეციალური ვიდეოც მიუძღვნეს, რომელზეც ლუკამ ცრემლები ვერ შეიკავა.
ემოციურობის მიუხედავად დონჩიჩმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ყოფილი გუნდს 45 ქულა ჩაუგდო, მათ შორის 7 სამქულიანი, ლეიკერსმა კი 97-112 იმარჯვა.
ლეიკერსი 80 მატჩში 49 მოგებით დასავლეთ კონფერენეციაში მე-3 ადგილზეა, დალასი კი 38 გამარჯვებით მე-10 პოზიციას იკავებს.