VIDEO: ვესტ ჰემმა ევერტონს მოუგო და ტოტენჰემი გასავარდნ ზონაში დატოვა
25 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში ვესტ ჰემმა ლონდონ სთედიუმზე ევერტონი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს.
52-ე წუთზე ვესტ ჰემი ჯაროდ ბოუენის პასის შემდეგ ტომას სოუჩეკმა დააწინაურა, 88-ე წუთზე კირნან დიუსბერი-ჰოლმა სტუმართა მხრიდან წონასწორობა აღადგინა და ლონდონელები მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვასთან ახლოს იყო.
თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში კვლავ ჯაროდ ბოუენის პასის შემდეგ კალუმ უილსონმა გამარჯვების გოლი გაიტანა და მასპინძლებს 3 ქულა მოუტანა, რაც გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია.
ამ მოგებით ვესტ ჰემს 36 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონაში მყოფ ტოტენჰემს, რომელმაც თავის მხრივ ვულვზს მოუგო, 2 ქულით უსწრებს.