მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამხრეთ ამერიკის ზონაში სუპერკლასიკო გაიმართა. არგენტინის ნაკრებმა ბუენოს აირესში, ესტადიო მონუმენტალზე ბრაზილია მიიღო.
ამ შეხვედრამდე ბოლივიისა და ურუგვაის მატჩი 0-0 დასრულდა და არგენტინამ ოფიციალურად გაინაღდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.
თამაშში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-4 წუთზე მასპინძლები ხულიან ალვარესმა დააწინაურა. მე-12 წუთზე სხვაობა ორამდე ენცო ფერნანდესმა გაზარდა.
26-ე წუთზე კრისტიან რომეროს შეცდომით მატეუს კუნიამ ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა.
37-ე წუთზე ენცო ფერნანდესის პასის შემდეგ ანგარიში 3-1 ალექსის მაკ ალისტერმა გახადა და პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.
მეორე ტაიმში არგენტინელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს. 71-ე წუთზე ნაკრებში სადებიუტო გოლი დიეგო სიმეონეს შვილმა, ჯულიანომ მიითვალა.
არგენტინამ ბრაზილია 4-1 გაანადგურა და ამ მომენტისთვის ერთადერთი გუნდია სამხრეთ ამერიკიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გაინაღდა. ბრაზილია 21 ქულით მე-4 ადგილზეა.
ბრაზილია არგენტინას 5 მატჩია ვერ ამარცხებს
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები