ბარსელონამ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული.
VIDEO: კლასიკო მოგებულია - ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონია
კამპ ნოუზე გამართულ ელ კლასიკოში ჰანსი ფლიკის გუნდმა მადრიდის რეალი 2:0 დაამარცხა. გოლები მარკუს რაშფორდმა და ფერან ტორესმა გაიტანეს.
მატჩის სამი მთავარ დასკვნა:
1. სრული დომინაცია მოედანზე
მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას ჩემპიონობისთვის ფრეც აწყობდა, გუნდმა მთელი 90 წუთის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ფლობდა. დაცვაში ერიკ გარსიამ ვინისიუს ჟუნიორის განეიტრალება შეძლო, ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველებმაც - ჟერარ მარტინმა და პაუ კუბარსიმ- საოცარად ითამაშეს. კატალონიელები მატჩს სრულიად აკონტროლებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტოში ლამინ იამალი და რაფინია აკლდათ.
2. ნახევარდაცვის ტრიუმფი
ფლიკის გადაწყვეტილებამ, რომ მოედნის ცენტრში ერთდროულად ოთხი ტექნიკური ნახევარმცველი (გავი, პედრი, დანი ოლმო და ფერმინ ლოპესი) დაეყენებინა, სრულად გაამართლა. ბარსელონას ნახევარდაცვამ ჩუამენისა და კამავინგას დუეტს შანსი არ დაუტოვა. გავის აგრესიულმა პრესინგმა და პედრის კრეატიულობამ რეალს ბურთზე კონტროლის საშუალება არ მისცა.
3. ისტორიული ზეიმი
ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ელ კლასიკოს საფინალო სასტვენმა ჩემპიონის ვინაობა ოფიციალურად გამოავლინა. ბარსელონა ახლა რეალს 14 ქულით უსწრებს. 35 ტურის შემდეგ გუნდს 91 ქულა აქვს და რეალური შანსია, სეზონი 100 ქულით დაასრულოს, რაც ლა ლიგის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ორჯერ მომხდარა.