ლას ვეგასში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრმა, ალექსანდრე აბრამიშვილმა (125 კგ) ბრწყინვალედ იასპარეზა და ფინალში გავიდა.
ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა უნგრელი მილან გელენი დიდი უპირატესობით, 10:0 დაამარცხა. ოქროს მედლისთვის გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში აბრამიშვილის მეტოქე ირანელი სპორტსმენი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს კიდევ ორი ქართველი მოჭიდავე - თორნიკე სამხარაძე (86 კგ) და სანდრო ყურაშვილი (92 კგ) ინარჩუნებს.
დღეს ლას ვეგასში ასპარეზობაში დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის ფალავნებიც ჩაერთვებიან.