მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, კილიან მბაპეს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფორვარდის სათამაშო დროის გამო უკმაყოფილებას მშვიდად ხვდება.
„არბელოამ მითხრა, რომ შეტევაში მისი მე-4 არჩევანი ვარ", - მბაპეს სკანდალური ინტერვიუ
- ესაუბრეთ მბაპეს?
„ახლახან ვნახე იგი და ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყო. ეს შეიძლება დიდ საინფორმაციო საბაბს ჰგავდეს, თუმცა მან თქვა ის, რაც მანამდე პირადად უკვე განვიხილეთ. ამას ბუნებრივად ვუყურებ. ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ყოველდღე თამაშობ შემდეგ - აღარ. მე მისი მესმის.
ვიცი, რომ ის უკმაყოფილო იყო და ეს მომწონს კიდეც. ვერ გავუგებდი კილიანს, თამაში რომ არ ნდომებოდა. ჩემთვის ეს ნორმალურია."
- გეწყინათ, რომ მბაპემ გასახდელის ამბებზე საჯაროდ ისაუბრა?
„არ მწყენია. როდესაც მოთამაშეებს ველაპარაკები, შიშის გრძნობა არასდროს მაქვს. როცა პირისპირ ვსაუბრობ, მირჩევნია, რომ ეს ჩვენ შორის დარჩეს, თუმცა არ მაღიზიანებს, თუ ამაზე მერე საჯაროდ მსჯელობენ."