ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომის მასტერსის 1/16 ფინალში, ამერიკელ ბრენდონ ნაკაშიმას (ATP-ის რეიტინგის 32-ე ნომერი) მოუგო და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
უბრეიკო პირველი სეტის ტაიბრეიკი ნიკამ 7:5-ით დახურა, მეორე პარტიაში კი ბრეიკით ჩამორჩა, თუმცა შემდეგ თავად მეტოქის მოწოდება 2-ჯერ აიღო და თამაში 1:41 საათში დაასრულა.
ქართველს 9 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, პირველ მოწოდებაზე 38-დან 32 ქულა მოიგო (84%), ხოლო მეორეზე - 26-დან 14 (54%). 34 ვინერი შეასრულა და უნებლიედ 25-ჯერ შეცდა. ნაკაშიმას 18-18 ვინერი და უნებლიე შეცდომა ჰქონდა.
ბასილაშვილი რომის მასტერსის 1/8 ფინალში მსოფლიოს მე-12 ჩოგან ანდრეი რუბლიოვს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში 3:4-ია.
მე-9 მოგება TOP 10-ში მყოფ მეტოქესთან - რომელი ჩოგბურთელები ჰყავს ნიკას დამარცხებული