მადრიდის ატლეტიკოს ოფიციალურმა გვერდმა რეალის განცხადებას პასუხი გასცა.
რეალის ოფიციალური განცხადება ხულიან ალვარესზე
,,ოფიციალური განცხადება ჩვენი მეზობლების, მადრიდის რეალის ოფიციალურ განცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენი განმარტებებით:
1. თქვენ ამოჭერით პაპის ვიდეოს ის ნაწილი, სადაც მან ასევე თქვა, რომ ატლეტიკოს გულშემატკივარიცაა.
2. როგორც ჩანს, მადლიერება და ზრდილობა ერთმანეთში აგერიათ, მაგრამ ყოველგვარი ეჭვის გასაფანტად: არაფრისთვის არ გიხდით მადლობას.
3. ჩვენ არც ვსწავლობთ და არც განვიხილავთ რაიმე შეთავაზებას ხულიანისთვის.
4. როგორ შეიძლება ცუდად ვიყოთ, როცა თქვენ უფრო მეტად გვაცინებთ, ვიდრე ბარსელონა.
P.S. თქვენს ახალ პრეზიდენტთან არსებული კარგი ურთიერთობის გამოყენებით, იქნებ მოახერხოთ და შეწყვიტოთ ჩვენი აკადემიიდან ფეხბურთელების „წაყვანა“. დიდი მადლობა." - წერია ატლეტიკოს X-ზე.
ასევე როხიბლანკოს გვერდი რეალის ოფიციალურ განცხადებას ხულიან ალვარესის შესახებ სიცილის ემოჯიებით გამოეხმაურა.
